
"როიტერი" უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით პუტინის მიერ წამოყენებულ პირობებს აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, რუსეთის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, უკრაინისთვის გარკვეული უსაფრთხოების გარანტიების მიღების მიმართ ღია იყო. მათ მიერ გამოქვეყნებული პირობები კი ასეთია:
- უკრაინის შეიარაღებული ძალები უნდა გავიდნენ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან, მაგრამ სუმისა და ხარკოვის ოლქების ტერიტორიები უკრაინის კონტროლს დაუბრუნდება
- რუსეთი სამხრეთით (ხერსონი, ზაპოროჟიე) ფრონტის ხაზს გაყინავს
- უკრაინამ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან ჯარები უნდა გაიყვანოს
- სრულფასოვანი შეთანხმების ხელმოწერამდე ზავი არ იგეგმება
- ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტის აღიარება
- რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების ნაწილის მოხსნა
- უკრაინის NATO-ში გაწევრიანების აკრძალვა
- რუსული ენის ოფიციალური სტატუსი უკრაინის ზოგიერთ ნაწილში ან მთელ უკრაინაში, ასევე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის თავისუფლად მოქმედების უფლება.