რეზონანსი
17.08.2025

რეალურად რადიკალურ ოპოზიციაში არის სრული გაუგებრობა და განხეთქილება, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა. მისი თქმით, ამ პოლიტიკურ პარტიებს მხოლოდ ქვეყნის სიძულვილი აერთიანებთ.

„ისინი ვერ ჩამოყალიბდნენ ვერც კანდიდატებზე, ვერ გაერკვნენ ვერც პოლიტიკურ მდგენელში. რაც მათ აერთიანებთ, ეს საკუთარი ქვეყნის სიძულვილია. ამიტომ ნამდვილად არ იქნება გასაკვირი და სიახლე ჩვენი ქვეყნისთვის ის ფაქტი, რომ ეს ძალები კიდევ ერთხელ დამარცხდებიან ქართველ ხალხთან და „ქართულ ოცნებასთან“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×