
"პანჩური" ტიტუშკას - საქმეზე დაკავება და სისხლის სამართლის საქმის შეკერვა, რეალურად, არის პრევენცია, რომ ქუჩაში ვინმე ჩინოვნიკს არ "მოხვდეს" ხალხისგან იგივე, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. საქმე ეხება გუშინ დაკავებულ ორ პირს, რომლებმაც სათანადო პასუხი გასცეს კაცს, რომელიც 1 აგვისტოს რუსთაველზე გინებით შევარდა და ჯიბიდან დანა ამოუვარდა.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, "ქართული ოცნების" წევრებს უკვე ქუჩაში გასვლისაც ეშინიათ და ამიტომ ამ ქმედებით საზოგადოებას უგზავნიან მესიჯს, რომ მათთან მიკარება არ გაბედონ.
"პანჩური" ტიტუშკას - საქმეზე დაკავება და სისხლის სამართლის საქმის შეკერვა, რეალურად, არის პრევენცია, რომ ქუჩაში ვინმე ჩინოვნიკს არ "მოხვდეს" ხალხისგან იგივე.
ხალხში ვერ გამოდიან მწამებელი, მარბიელი, ანწუხელიძის დამამცირებელი, რუსული გავლენის აგენტი - კოლექტიური ქოცდეპუტატები, თანამდებობის პირები და ამ დაკავებით "მესიჯს" უგზავნიან ხალხს, რომ - “არ მოგვეკაროთ…”
რეალურად, ეს გზავნილი არის საკუთარი მეზობლებისთვის, თანასოფლელებისთვის, უბნის მარკეტის თანამშრომლებისთვის და იმ ხალხისთვის, ვისაც ყოველდღიურად ნახულობენ და გრძნობენ ნეგატიურ დამოკიდებულებას.
მათ დაემუქრნენ, რომ - "დაგიჭერთ! დაგაპატიმრებთ!", რაც შიშის კლასიკური გამოვლინებაა!!!
სოლიდარობა დაკავებულებს და უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია! გავიმარჯვოთ და ეს გამარჯვება ძალიან ახლოსაა - 4 ოქტომბერს, ყველა ქუჩაში!, - წერს ლევან ხაბეიშვილი.
ცნობისთვის, შსს-მ გუშინ 2 პირი დააკავა. გელა გელაძის უწყება ირწმუნება, რომ 1 აგვისტოს რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მონაწილეებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთ პირზე ჯგუფურად იძალადეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე.