რეზონანსი
17.08.2025

2 თვეზე ნაკლები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე - "ქართული ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიას აქტიურად აგრძელებს, ოპოზიცია კი თბილისის მერობის საერთო კანდიდატზე ვერ თანხმდება! საუბარია "ლელო"-გახარიას პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში გაერთიანებული ძალებით შეეცდებიან შედეგის დადებას. ოპოზიციას, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს, აკრიტიკებს დანარჩენი ოპოზიცია, ვისთვისაც მიუღებელია საარჩევნო პროცესში ჩართვა. დამაჯერებელ გამარჯვებაში დარწმუნებულია "ქართული ოცნება".

"ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ ჩვენი საზოგადოება, როგორც ამას 2012 წლიდან აკეთებდა, ამ არჩევნებზეც "ქართულ ოცნებას" დაუჭერს სრულად მხარს და ჩვენ 64-ივე მუნიციპალიტეტში დავამარცხებთ რადიკალებს. რეალურად რადიკალურ ოპოზიციაში არის სრული გაუგებრობა და განხეთქილება.

ისინი ვერ ჩამოყალიბდნენ ვერც კანდიდატებზე, ვერ გაერკვნენ ვერც პოლიტიკურ მდგენელში. რაც მათ აერთიანებთ, ეს საკუთარი ქვეყნის სიძულვილია. ამიტომ ნამდვილად არ იქნება გასაკვირი და სიახლე ჩვენი ქვეყნისთვის ის ფაქტი, რომ ეს ძალები კიდევ ერთხელ დამარცხდებიან ქართველ ხალხთან და "ქართულ ოცნებასთან", - განაცხადა მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×