რეზონანსი
17.08.2025

პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნით, ხვალ თეთრ სახლში პრეზიდენტ ტრამპთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას შევუერთდები, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ბრიუსელში ჩადის, სადაც „მსურველთა კოალიციის“ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

„დღეს შუადღისას, ბრიუსელში მივესალმები უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის. ჩვენ, ერთად, მონაწილეობას მივიღებთ „მსურველთა კოალიციის“ კონფერენციაში“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას ფრიდრიხ მერციც დაესწრებ. გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ორშაბათს ვაშინგტონში გაემგზავრება, სადაც აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მოლაპარაკებებს შეუერთდება.

ფედერალური მთავრობის ინფორმაცით, „ვიზიტი ემსახურება ინფორმაციის გაცვლას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ალასკაში გამართული შეხვედრის შემდეგ“.

პრესსპიკერის განცხადებით, ფრიდრიც მერცი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებთან განიხილავს სამშვიდობო ძალისხმევის სტატუსს და ხაზს გაუსვამს გერმანიის ინტერესს უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების სწრაფი მიღწევის მიმართ.

„მოლაპარაკებები, სხვა საკითხებთან ერთად, უსაფრთხოების გარანტიებს, ტერიტორიულ საკითხებს და უკრაინისთვის რუსეთის აგრესიისგან თავდაცვაში მხარდაჭერის გაგრძელებას მოიცავს. ეს მოიცავს სანქციებით ზეწოლის შენარჩუნებასაც“, - აღნიშნულია ფედერალურმა მთავრობის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×