რეზონანსი
17.08.2025

 ბრიუსელის ულტიმატუმი და თბილისის უცვლელი პოზიცია - დასავლეთის მოთხოვნებზე საქართველოს ხელისუფლების პასუხი მკაფიოა - ევროპულ გაერთიანებას საქართველო ტრადიციული ფასეულობებით უნდა შეუერთდეს. უნდა გაუქმდეს თუ არა ოჯახური ღირებულებების დაცვისა და გამჭვირვალობის კანონები, ვიზალიბერალიზაციის შესანარჩუნებლად - ოპოზიციის ნაწილი ევროკავშირის მოთხოვნას ეთანხმება. მეორე ნაწილს კი კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ აქვს.

"მე არ მესმის რატომ ვერ ხვდება ეს ხალხი იმას, განსაკუთრებით "დიფ სთეითი", გნებავთ ადგილობრივი, გნებავთ უცხოური, რომ ქართველი ადამიანის ხასიათი არის ისეთი, რომ ის არ დათმობს ტრადიციებს, თავის ქვეყნის სუვერენიტეტს არაფერზე საერთოდ. პოლიტიკურ მომხრე-არ მომხრეობაზეც არ არის საუბარი, რეალურად ამ შეთავაზებით, რომ ეს ორი კანონი გააუქმეთ თორემ ვიზალიბერალიზაციას შეგიჩერებთ, პირიქით რეაქცია აქვს ამას ყოველთვის - ადამიანებს თუ დაავიწყებ წარსულს, მერე ადვილია მისი მართვა, ეს არის მათი მიზანი. გამომდინარე აქედან, ამ შემთხვევაში ამას ვერ მოახერხებენ, იმიტომ, რომ საქართველოს ისტორიას არ იცნობენ", - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×