რეზონანსი
17.08.2025

 „ლელო-ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერთი ლი­დე­რის, გრი­გოლ გე­გე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, ხა­რა­გა­ულ­ში „კო­რუფ­ცი­ი­სა და თაღ­ლი­თუ­რი სქე­მის ნიშ­ნე­ბი" იკ­ვე­თე­ბა.

რო­გორც გრი­გოლ გე­გე­ლი­ამ ხა­რა­გა­ულ­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა მხო­ლოდ და­სუფ­თა­ვე­ბის პროგ­რა­მის ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­სულ წელს 2,5 მი­ლი­ო­ნი და­ხარ­ჯა, აქე­დან 1,6 მი­ლი­ო­ნი ხელ­ფა­სე­ბის სა­ხით და­რიგ­და იმ სა­მუ­შაო ად­გი­ლებ­ში, რო­მე­ლიც ხე­ლოვ­ნუ­რად იყო შექ­მნი­ლი.

გე­გე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, არ­სე­ბობს კო­რუფ­ცი­ის და ბი­უ­ჯე­ტის არა­მიზ­ნობ­რი­ვი ხარ­ჯვის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, რა­ზეც „ლელო-ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო" პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას აკის­რებს.

„ახლა ჩვენ ვიმ­ყო­ფე­ბით ხა­რა­გა­ულ­ში, რო­მე­ლიც არის „ქო­ცუ­რი" აუხ­დე­ნე­ლი ოც­ნე­ბე­ბის და კო­რუფ­ცი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა. ახლა ჩვენ ვართ დე­ვე­ბის ად­გილ­თან, რო­მელ­საც „ქო­ცებ­მა" დაც­ვა და­უ­ნიშ­ნეს. დიახ, არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, მი­თი­უ­რი არ­სე­ბის რამ­დე­ნი­მე ტო­ნი­ან ძეგლს „ქო­ცებ­მა" დაც­ვა და­უ­ნიშ­ნეს. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ „ქო­ცე­ბი" ვერ ამუ­შა­ვე­ბენ ეკო­ნო­მი­კას, ვერ ქმნი­ან სა­მუ­შაო ად­გი­ლებს, ადა­მი­ა­ნებს ვერ აძ­ლე­ვენ ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას და ამი­ტომ, მათ გა­და­წყვი­ტეს თაღ­ლი­თუ­რი სქე­მის გა­მო­ყე­ნე­ბით ადა­მი­ა­ნე­ბის ე.წ. და­საქ­მე­ბა. ეს კონ­კრე­ტუ­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი არის სა­ხელ­გან­თქმუ­ლი და­საქ­მე­ბის თაღ­ლი­თუ­რი სქე­მით, რო­მე­ლიც არც რე­ა­ლურ სა­მუ­შაო ად­გი­ლებს ქმნის, არც რე­ა­ლურ ად­გი­ლობ­რივ ეკო­ნო­მი­კას უწყობს ხელს, არა­მედ წარ­მო­შობს ხალ­ხის ფუ­ლის ფლან­გვის ერ­თით მეტ თაღ­ლი­თურ „ქო­ცურ" სქე­მას. იმ ფონ­ზე, რო­დე­საც ხა­რა­გა­უ­ლის ზო­გი­ერთ სო­ფელ­ში მე­წყერ­სა­ში­ში ზო­ნე­ბის გამო, მო­სახ­ლე­ო­ბა თა­ვის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს ტო­ვებს, ამა­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­წვა­ნე­ბას, ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 114 ადა­მი­ა­ნი უზ­რუნ­ველ­ყოფს. მხო­ლოდ და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხურ­ში და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 1000 ადა­მი­ა­ნამ­დეა",- გა­ნა­ცხა­და გე­გე­ლი­ამ. მისი თქმით, „ლელო-ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო" არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, 200 000 ახალ სა­მუ­შაო ად­გილს შექ­მნის.

„ეს არის "ქო­ცუ­რი", თაღ­ლი­თუ­რი სქე­მა. ამი­ტო­მაც, ყვე­ლა­ნი უნდა და­ვი­რაზ­მოთ, და­ვიბ­რუ­ნოთ ხა­რა­გა­უ­ლი, იმე­რე­თი, სა­ქარ­თვე­ლო და შევ­ქმნათ რე­ა­ლუ­რი და­საქ­მე­ბის ად­გი­ლე­ბი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებს მის­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, სა­კუ­თა­რი ნიჭი და ენერ­გია გა­მო­ავ­ლი­ნონ, რო­მე­ლიც მათ მის­ცემს მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად, ხა­რის­ხი­ან, კვა­ლი­ფი­ცი­ურ ახალ სა­მუ­შაო ად­გი­ლებს. ჯამ­ში, ჩვენ 200 ათას ახალ სა­მუ­შაო ად­გილს შევ­ქმნით, ამის­თვის უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ყვე­ლა ჩვენ­გა­ნი უნდა მო­ვი­დეთ არ­ჩევ­ნებ­ზე და გა­მოვ­ტა­ცოთ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ყვე­ლა სო­ფე­ლი, დაბა და ყვე­ლა ქა­ლა­ქი",-გა­ნა­ცხა­და გე­გე­ლი­ამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×