რეზონანსი
17.08.2025

 "გა­ვაგ­რძე­ლებთ უკ­რა­ი­ნის მი­მართ მხარ­და­ჭე­რას იმ­დენ ხანს, რამ­დე­ნი ხა­ნიც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა", - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის­თან ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მო­ხა­რუ­ლია, რომ ხვალ ვა­შინგტონ­ში ზე­ლენ­სკის­თან და სხვა ევ­რო­პელ ლი­დე­რებს ერ­თად იქ­ნე­ბა.

ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტის თქმით, მშვი­დო­ბის მიღ­წე­ვა ძა­ლის მეშ­ვე­ო­ბით უნდა მოხ­დეს. ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ე­ნის შე­ფა­სე­ბით, სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბა უნდა მო­ი­ცავ­დეს უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს რო­გორც უკ­რა­ი­ნის, ასე­ვე ევ­რო­პის და­სა­ცა­ვად.

ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტის თქმით, უკ­რა­ი­ნას უნდა შე­ეძ­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის დაც­ვა და ასე­ვე არ უნდა არ­სე­ბობ­დეს შე­ზღუდ­ვე­ბი მის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ზე - მათ შო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­სა და სხვა ქვეყ­ნე­ბის­გან დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბა­ზე.

ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ე­ნის გან­ცხა­დე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზღვრე­ბის ძა­ლით არ უნდა შე­იც­ვა­ლოს.

„ეს არის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ და მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნამ უნდა მი­ი­ღოს. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა არ უნდა მოხ­დეს უკ­რა­ი­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე", - აღ­ნიშ­ნა ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×