რეზონანსი
17.08.2025

 "პუ­ტინს ბევ­რი მო­თხოვ­ნა აქვს, მაგ­რამ ჩვენ ყვე­ლა არ ვი­ცით, ყვე­ლა მათ­გა­ნის გან­ხილ­ვას დრო დას­ჭირ­დე­ბა, თუ იმ­დე­ნი მო­თხოვ­ნა იქ­ნე­ბა, რამ­დე­ნიც მო­ვის­მი­ნეთ", - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ბრი­უ­სელ­ში, ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტთან გა­მარ­თულ ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ამის გა­კე­თე­ბა ახლა, საბ­რძო­ლო ზე­წო­ლის ქვეშ შე­უძ­ლე­ბე­ლია, ამი­ტომ სა­ბო­ლოო შე­თან­ხმე­ბის სწრა­ფად მი­საღ­წე­ვად ცე­ცხლის შე­წყვე­ტაა სა­ჭი­რო. შე­დე­გად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია „რე­ა­ლუ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი", რო­მე­ლიც და­ი­წყე­ბა იქ, სა­დაც ამ­ჟა­მად ფრონ­ტის ხა­ზია.

ზე­ლენ­სკიმ ხაზი გა­უს­ვა, რომ უკ­რა­ი­ნის კონ­სტი­ტუ­ცია შე­უძ­ლე­ბელს ხდის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დათ­მო­ბას და ეს სა­კი­თხი სამმხრივ სა­მიტ­ზე მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნი­სა და რუ­სე­თის ლი­დე­რებ­მა უნდა გა­ნი­ხი­ლონ.

მისი თქმით, ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ აშშ, ევ­რო­პის მსგავ­სად, და­თან­ხმდეს უკ­რა­ი­ნის­თვის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბას.

„ჩვენ გვჭირ­დე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბა, რათა პრაქ­ტი­კა­ში იმუ­შა­ოს ნატო-ს მე-5 მუხ­ლის მსგავ­სად", - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვა­ზე, თუ რა უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს მი­იჩ­ნევს ის მი­ზან­შე­წო­ნი­ლად, ზე­ლენ­სკიმ უპა­სუ­ხა, რომ ეს­მის, უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა მხო­ლოდ ევ­რო­პის მიერ შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს ისე­თი რამ, რისი უზ­რუნ­ველ­ყო­ფაც აშშ-ს შე­უძ­ლია.

მი­სი­ვე თქმით, უკ­რა­ი­ნას ასე­ვე სჭირ­დე­ბა გა­რან­ტია, რომ რუ­სე­თი მის ოკუ­პა­ცი­ას არ გა­აგ­რძე­ლებს.

ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ხაზი გა­უს­ვა, რომ იმე­დი აქვს, თეთ­რი სახ­ლის ვი­ზი­ტი პრო­დუქ­ტი­უ­ლი იქ­ნე­ბა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×