რეზონანსი
17.08.2025

 უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებმა უნდა იმუშაოს, როგორც ნატო-ს მეხუთე მუხლმა, - ამის შესახებ უკრიანის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა თანხმდება ევროპასთან თანამშრომლობას უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად და ჩვენ მადლიერები ვართ აშშ-ისა და პრეზიდენტის ამ სიგნალისთვის. ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა, მაგრამ არ არსებობს დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ იმუშავებს ეს და როგორი იქნება ამერიკისა და ევროპის როლი, რა შეუძლია გააკეთოს ევროკავშირმა. ეს ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩვენ გვჭირდება, უსაფრთხოებამ იმუშაოს პრაქტიკაში, როგორც ნატოს მე-5 მუხლმა. ასევე, ჩვენ ევროკავშირის წევრობას უსაფრთხოების გარანტიების ნაწილად მივიჩნევთ და გავიგეთ, რომ ამერიკაც და პუტინიც ამას ანალოგიურად უყურებენ", - აღნიშნა ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×