რეზონანსი
18.08.2025

ობამას მიცემული ყირიმი ვერ დაბრუნდება და უკრაინა ნატო-ში ვერ შევა, ზოგი რამ არასდროს იცვლება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის შეუძლია, რუსეთთან ომი თითქმის დაუყოვნებლივ დაასრულოს, თუ ამის სურვილი ექნება, ან შეუძლია გააგრძელოს ბრძოლა.

გაიხსენეთ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. ობამას მიცემული (12 წლის წინ, ერთი გასროლის გარეშე!) ყირიმი ვერ დაბრუნდება და უკრაინა ნატო-ში ვერ შევა. ზოგი რამ არასდროს იცვლება!”, - დაწერა ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×