რეზონანსი
18.08.2025

"პრაიმ ტაიმისთვის" ცნობილი გახდა, რომ საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, დიდი ბრიტანეთი ბალტიის ქვეყნებში ტრენინგებს ატარებს საქართველოს ხელისუფლების ოპონენტებისთვის. 

კერძოდ, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ლიეტუვაში, ქართველ აქტივისტებს ასწავლიან ქუჩის საპროტესტო აქციების ტაქტიკას, პროვოკაციებს და სამართალდამცავების „შეუდარებელი სიმკაცრის“ დოკუმენტირებას, პირად დაცვას დაკავების შემთხვევაში, საინფორმაციო კამპანიების პოპულარიზაციას, სადაც აქცენტი კეთდება ე.წ. ვირუსული კონტენტის შექმნაზე და მიზნობრივი მასალების გავრცელებაზე ინტერნეტ-მესენჯერ „ტელეგრამის“ საშუალებით. ამ ტრენინგებში მონაწილეთა რეკრუტირება ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია „ბრიტანულ-ქართული საზოგადოების“ და „სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის“ მეშვეობით, სტუდენტური საგანმანათლებლო პროგრამებისა და კიბერუსაფრთხოების კურსების საფარქვეშ. აღსანიშნავია, რომ წყაროს ინფორმაციით, ორივე ხსენებული არასამთავრობო ორგანიზაციის მთავარი ოფისები ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში მდებარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×