რეზონანსი
18.08.2025

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება.

მისი თქმით ზოგჯერ, როდესაც ღირებულებაზე გველაპარაკებიან, არა ფასეულობას, არამედ ფასს გულისხმობენ.

„ამ ბანერზე, ზემოთ, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის დღევანდელი განცხადებაა, სადაც ის უკრაინა-რუსეთის ომიდან გამოსავალს უკრაინის მხრიდან საკუთარი ტერიტორიების დათმობაში ხედავს.

ქვემოთ კი საფრანგეთის ელჩის გაცილების საღამოა, სადაც, ელჩი, უცხოეთიდან დაფინანსებულ საქართველოს იმ მოქალაქეებთან ერთად პოზირებს, რომლებიც სამი წელია, უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებაში, საქართველოს ჩათრევას ცდილობენ.

უნდა ვიცოდეთ, რომ, ზოგჯერ, როდესაც ღირებულებაზე გველაპარაკებიან, არა ფასეულობას, არამედ ფასს გულისხმობენ“, - წერს პაპუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×