რეზონანსი
18.08.2025

8 აგვისტოს შემდეგ ჩვენ სრულიად სხვა სამხრეთ კავკასიაში ვცხოვრობთ, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

მისი თქმით, თეთრ სახლში გამართული სამიტი გარდამტეხი მომენტი იყო.

„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდა. 8 აგვისტოს შემდეგ ჩვენ ვცხოვრობთ სრულიად სხვა სამხრეთ კავკასიაში, სომხეთის ახალ რესპუბლიკაში. მშვიდობა – უცნობი რეალობა და უცხო ცხოვრებაა ჩვენთვის, მოდით, არასაკმარისად ნუ დავაფასებთ ამ რეალობას. ჩვენ ნულიდან უნდა ვისწავლოთ, რას ნიშნავს მშვიდად ცხოვრება, როგორია მშვიდობა“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×