რეზონანსი
18.08.2025

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაცია "ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტის" აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს, ბიზნესი აქვს გიორგი როჩიკაშვილსა და დავით სპარსიაშვილთან, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობის პასპორტიც აქვთ. აღნიშნული ინფორმაცია კი, "რუსთავი 2-თან" "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) პროგრამების დირექტორმა", ლევან ავალიშვილმა დაადასტურა.

"ჯერ ერთი რუსეთის მოქალაქეები არ არიან, ორმაგი მოქალაქეები არიან," - აცხადებს ”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” პროგრამების დირექტორი ლევან ავალიშვილი.

გიორგი კლდიაშვილი შპს "ქვევრების“ დაფუძნებელია, რომელსაც მიღებული აქვს აწარმოე საქართველოს ფარგლებში სახელმწიფოსგან შეღავათიანი სესხები და ფინანსური რესურსი, რომელიც წლების მიხედვით ხუთ მილიონ ლარს აჭარბებს - სწორედ მისი ბიზნეს პარტნიორები და სახელმწიფოსგან მიღებული რესურსი გახდა პოლიტიკური შეფასებების თემა.

"კურიერმა" გიორგი კლდიაშვილთან დაკავშირება სცადა, IDFI-ში აცხადებენ, რომ ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ქვეყანაში არ იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×