
ზუსტად ვიცი, რას ვაკეთებ და არ მჭირდება იმ ადამიანების რჩევა, რომლებმაც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ონფლიქტებზე და მათ შესაჩერებლად ვერაფრის გაკეთება შეძლეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„ისინი „სულელი“ ადამიანები არიან, რომელთაც საღი აზრი, ინტელექტი და გაგება არ გააჩნიათ და კიდევ უფრო ართულებენ რუსეთ-უკრაინის კატასტროფის მოგვარებას. ჩემი არასერიოზული და ძალიან შურიანი კრიტიკოსების მიუხედავად, მე ამას გავაკეთებ – ყოველთვის ვაკეთებ!“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.
ტრამპის თქმით, მან ექვსი თვის განმავლობაში ექსი ომის მოგვარება შეძლო, მათ შორის შესაძლო ბირთვული კატასრტოფის და ამის მიუხედავად, როგორც ტრამპი ამბობს, მას უწევს იკითხოს და მოუსმინოს „უოლ სტრიტ ჯორნალსა“ და სხვა მრავალ მედიასაშაულებას, რომელთაც რეალური წარმოდგენა არ აქვთ მოვლენებზე.