რეზონანსი
18.08.2025

ხაზარაძე-გახარიას ტანდემმა საარჩევნო კამპანია ტყუილით დაიწყო. მათი თანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის მერობის კანდიდატად ნეიტრალურ და უპარტიო პერსონის დასახელებას ითვალისწინებდა. თუმცა "დიმიტრი გელოვანის" მოძებნა გაჭირდა. ეტყობა არცერთმა ღირსეულმა და ცნობადმა თბილისელმა არ მოისურვა საკუთარი სახელი, იმიჯი, პატივი და ღირსება თაღლითებთან კავშირით შეელახა. სწორადაც მოიქცნენ - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ანჯაფარიძემ აღნიშნა, იძულებული გახდნენ პარტიული კანდიდატი დაესახელებინათ, და აქ რა თქმა უნდა გადამწყვეტი როლი ხაზარაძე-ჯაფარიძის ფინანსებმა და რესურსებმა შეასრულა. ირაკლი კუპრაძის და ალეკო ელისაშვილის კანდიდატურების განხილვაც კი არ ღირს, იმდენად განწირულნი არიან მარცხისათვის.

“ხაზარაძე-გახარიას ტანდემმა საარჩევნო კამპანია ტყუილით დაიწყო. მათი თანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის მერობის კანდიდატად ნეიტრალურ და უპარტიო პერსონის დასახელებას ითვალისწინებდა. თუმცა "დიმიტრი გელოვანის" მოძებნა გაჭირდა. ეტყობა არცერთმა ღირსეულმა და ცნობადმა თბილისელმა არ მოისურვა საკუთარი სახელი, იმიჯი, პატივი და ღირსება თაღლითებთან კავშირით შეელახა. სწორადაც მოიქცნენ.

შესაბამისად, იძულებული გახდნენ პარტიული კანდიდატი დაესახელებინათ, და აქ რა თქმა უნდა გადამწყვეტი როლი ხაზარაძე-ჯაფარიძის ფინანსებმა და რესურსებმა შეასრულა. ირაკლი კუპრაძის და ალეკო ელისაშვილის კანდიდატურების განხილვაც კი არ ღირს, იმდენად განწირულნი არიან მარცხისათვის.” - წერს ანჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×