რეზონანსი
18.08.2025

თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე აშშ-ის პრეზიდენტმა და ევროპელმა ლიდერებმა საერთო ფოტოსურათი გადაიღეს.

აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებთან, დონალდ ტრამპთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობენ: გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი.

შეგახსენებთ, ევროპელ ლიდერებთან მოლაპარაკებების დაწყებამდე დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ორმხრივი შეხვედრა შედგა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×