რეზონანსი
19.08.2025

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი კიევს იარაღს და ფულს აღარ აწვდის. რუბიოს განცხადებით, ამერიკულ იარაღს უკრაინა ნატოს დახმარებით მხოლოდ ყიდულობს.

„ჩვენ აღარ ვაწვდით იარაღს უკრაინას. აღარ ვაწვდით ფულს უკრაინას. ახლა ჩვენ მათზე იარაღს ვყიდით, და ევროპული ქვეყნები ამაში ნატოს მეშვეობით ფულს იხდიან. ისინი ნატოს იარაღის შესყიდვისთვის და შემდეგ უკრაინაში გაგზავნისთვის იყენებენ“, - აღნიშნა რუბიომ.

მისი თქმით, ეს კიდევ ერთი დიდი ცვლილებაა იმ მიდგომასთან შედარებით, რომელიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×