რეზონანსი
19.08.2025

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, უკრაინას არ უნდა აიძულონ ტერიტორიების დათმობა, - ამის შესახებ მერცმა ჟურნალისტებს განუცხადა. მერცის თქმით, ეს საკითხი თეთრ სახლში აშშ-ის, უკრაინის პრეზიდენტებისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრაზე არ განხილულა.

მერცის თქმით, სუვერენულ სახელმწიფოს უბრალოდ არ შეუძლია ასეთი რამის გადაწყვეტა.

„მესამე ასპექტი, რომლის შესახებაც მინდა, ვისაუბრო და რომელიც ასევე არ განხილულა, არის ის, რომ უკრაინას არ უნდა აიძულონ ტერიტორიული დათმობები. რუსეთის მოთხოვნა, რომ კიევმა დონბასის თავისუფალ ნაწილებზე უარი თქვას, პერსპექტივაში რომ განვიხილოთ, ექვივალენტურია იმისა, რომ აშშ-ს ფლორიდაზე უარის თქმა მოუწიოს. სუვერენულ სახელმწიფოს უბრალოდ არ შეუძლია ასეთი რამის გადაწყვეტა. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინამ თავად უნდა მიიღოს მოლაპარაკებების მსვლელობისას", - თქვა მერცმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×