
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვის მტკიცებით, რუსეთი არასდროს ცდილობდა ტერიტორიების მიტაცებას და რომ რუსეთის მიზანი რუსი ხალხის დაცვაა.
ლავროვის კომენტარს რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.
ლავროვის თქმით, არც ყირიმი, არც დონბასი და არც ნოვოროსია, როგორც ტერიტორიები, არასდროს ყოფილა მათი სამიზნე.
კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ არასდროს გვისაუბრია ზოგიერთი ტერიტორიის უბრალოდ მიტაცებაზე. არც ყირიმი, არც დონბასი და არც ნოვოროსია, როგორც ტერიტორიები, არასდროს ყოფილა ჩვენი მიზანი.
ჩვენი მიზანი იყო იმ ადამიანების, რუსი ხალხის დაცვა, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ ამ მიწებზე, რომლებმაც აღმოაჩინეს ეს მიწები, დაღვარეს სისხლი მათთვის როგორც ყირიმში, ასევე დონბასში, შექმნეს ქალაქები – ოდესა, ნიკოლაევი, მრავალი სხვა, პორტები, ქარხნები, ქარხნები”,– თქვა მან.