რეზონანსი
19.08.2025

მედია სააგენტო AFP ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის დროს, უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა მოსკოვში შესთავაზა.

როგორც AFP წერს, წყაროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი უკრაინაში ომის დასრულებაა.

გუშინ, ევროპელ ლიდერებთან და უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დაიწყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრის ორგანიზება.

დონალდ ტრამპმა The Truth Social-ზე დაწერა, რომ მან ეს საკითხი ვლადიმერ პუტინთან თეთრ სახლში ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის დროს სატელეფონო საუბრის დროს განიხილა.

დონალდ ტრამის თანახმად, ევროპელ ლიდერებთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გაიმართება სამმხრივი მოლაპარაკებები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ვლადიმერ პუტინი, ვოლოდიმირ ზელენსკი და თავად დონალდ ტრამპი.

დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია, როდის გაიმართება შეხვედრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×