რეზონანსი
19.08.2025

 "ევ­რო­პე­ლე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში ჯა­რე­ბის გან­თავ­სე­ბის­თვის მზად არი­ან - ჩვენ მათ და­ვეხ­მა­რე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით ჰა­ერ­ში", - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

„ევ­რო­პელ ლი­დე­რებს ამ ომის დას­რუ­ლე­ბა სურთ. რაც შე­ე­ხე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს, ისი­ნი თა­ვი­სი ხალ­ხის ად­გილ­ზე გან­თავ­სე­ბის­თვის მზად არი­ან. ჩვენ მზად ვართ მათ და­ვეხ­მა­როთ, გან­სა­კუთ­რე­ბით ჰა­ერ­ში, რად­გან ისე­თი შე­ი­ა­რა­ღე­ბა არა­ვის აქვს, რო­გორც ჩვენ. მაგ­რამ, თუ შე­თან­ხმე­ბას მი­ვაღ­წევთ, პრობ­ლე­მა არ იქ­ნე­ბა. უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბი რა­ღაც ფორ­მით იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ეს ნატო ვერ იქ­ნე­ბა. უკ­რა­ი­ნა ნატო-ს წევ­რი ვერ გახ­დე­ბა. უკ­რა­ი­ნა ერ­თგვა­რი ბუ­ფე­რუ­ლი ზონა იყო რუ­სეთ­სა და ევ­რო­პას შო­რის. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო, სა­ნამ ბა­ი­დე­ნი არ ჩა­ე­რია", - გა­ნა­ცხა­და დო­ნალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გაც­ვლის ფარ­გლებ­ში უკ­რა­ი­ნა ბევრ მი­წას მი­ი­ღებს.

„უკ­რა­ი­ნა სი­ცო­ცხლეს უკან და­იბ­რუ­ნებს. მათი ხალ­ხის მკვლე­ლო­ბე­ბი დას­რულ­დე­ბა და ისი­ნი ბევრ მი­წას მი­ი­ღე­ბენ. ეს ომი იყო და რუ­სე­თი ძლი­ე­რი სამ­ხედ­რო ქვე­ყა­ნაა. შე­იძ­ლე­ბა ეს ბევ­რს არ მოს­წონს, მაგ­რამ რუ­სე­თი ძლი­ე­რი ქვე­ყა­ნაა. უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი მა­მა­ცე­ბი არი­ან, რად­გან ისი­ნი გა­ცი­ლე­ბით დიდ ძა­ლას ებ­რძვი­ან. რუ­კას თუ და­აკ­ვირ­დე­ბით და­ი­ნა­ხავთ, რომ ტე­რი­ტო­რი­ის დიდი ნა­წი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია. დონ­ბა­სის შე­სა­ხებ სა­უბ­რო­ბენ, მაგ­რამ დონ­ბა­სის 79% რუ­სე­თის მიერ კონ­ტროლ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა.

ამას­თან, დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს, ვლა­დი­მერ პუ­ტინს ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბის თან­დას­წრე­ბით არ და­უ­რე­კა, რად­გან ეს „პუ­ტი­ნის მი­მართ უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა იქ­ნე­ბო­და".

„ეს არ გა­ვა­კე­თე, რად­გან მათ თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არ აქვთ. პრე­ზი­დენტ პუ­ტინს თეთრ სახ­ლთან კო­მუ­ნი­კა­ცია წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ჰქო­ნია. პუ­ტინ­მა მი­თხრა, რომ უკვე წლე­ბია, რაც ევ­რო­პი­დან სა­უ­ბა­რი არა­ვის­თან ჰქო­ნია. მე ყო­ველ­თვის კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და მას­თან. თქვენ ნა­ხეთ, როცა ის მისი თვითმფრი­ნა­ვი­დან ჩა­მო­ვი­და და მე ჩემი თვითმფრი­ნა­ვი­დან, იქ სით­ბო იგ­რძნო­ბა და ეს კარ­გი რამ არის", - გა­ნა­ცხა­და დო­ნალდ ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×