
პრემიერ-მინისტრი კრიტიკულად განწყობილ ევრობიუროკრატებთან დისკუსიისთვის მზადაა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც ევროკომისიის ინდექსებში საქართველოს პოზიტიური მაჩვენებლები აქვს და უსწრებს ევროკავშირის და ნატოს არაერთ ქვეყანას, მიკერძოებულ კრიტიკას კონკრეტული მიზანი აქვს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, თუ ევროპელი ლიდერები პოლიტიკურ სპეკულაციაზე უარს იტყვიან, საქართველოში არსებულ ვითარებასაც რეალურად შეაფასებენ და პოზიციის შეცვლაც მოუწევთ.
ბოლო წლებში არაერთი მიმართულებით საქართველო, რომ პროგრესს განიცდის ეს დასავლური ინსტიტუტების ანგარიშებშიცაა ასახული. ქვეყნის ინსტიტუციური პროგრესი "კარგი მთავრობის 2025" წლის ანგარიშითაც დადასტურდა.
ძლიერი ინსტიტუტები, ხელისუფლების ლიდერობა, მიმზიდველი საბაზრო ეკონომიკა და კეთილსაიმედო საკანონმდებლო ბაზა - ეს არასრული ჩამონათვალია იმ მიმართულებების, სადაც საქართველო ლიდერ პოზიციებს იკავებს. ძლიერი ინსტიტუტების ინდექსში ქვეყანამ ისტორიული მაჩვენებელი 63 პროცენტი მიიღო, რითაც მსოფლიოში 34-ე პოზიცია დაიკავა და ევროპაში ტოპ 20 ქვეყანაში შევიდა. ოფიციალური მონაცემების ფონზე, ევრობიუროკრატიის ორმაგ სტანდარტს სახელისუფლებო ძალისთვის პოლიტიკური ინტერესი აქვს.
სტატისტიკით მანიპულაციაა ოპოზიციისთვის მმართველი პარტიის წევრების განცხადებები. ხელისუფლების ოპონენტები არ უარყოფენ, რომ სხვადასხვა მიმართულებებში საქართველოს კარგი პოზიციები აქვს, თუმცა აქცენტს იმ საკითხებზე ამახვილებენ, სადაც მათივე შეფასებით ვითარება გაუარესებულია.
რატომ არის აცდენილი ევროკომისიის ოფიციალური შეფასებები ევროპელი ლიდერების განცხადებებისგან და რატომ მიმართავენ ევრობიუროკრატები ორმაგ სტანდარტს - "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ რეალობის არაობიექტურად წარმოჩენას პოლიტიკური ინტერესი აქვს.
ევროკავშირის დამოკიდებულებაზე და მათ მიერ დაყენებულ პირობებზე ამბიონიდან ისაუბრა მეუფე იაკობმა. ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა ქადაგების დროს პოლიტიკური პროცესებიც შეაფასა.
დასავლეთიდან ობიექტურობასა და სამართლიანობას ელოდება მმართველ პარტია. აცხადებენ, რომ უსაფუძვლო კრიტიკა და ორმაგი სტანდარტი ქართულ საზოგადოებაში ევროპული სტრუქტურების მიმართ ნდობას ამცირებს.