რეზონანსი
19.08.2025

საგზაო ინფრასტრუქტურა ყველა სოფელს და წყალი ყველა სოფელს, - ამ დაპირებას ადგილობრივებს "ქართული ოცნებიდან" დუშეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, კახაბერ ჩიტაური აძლევს.

როგორც ჩიტაური აღნიშნავს, განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებიდან, ისტორიული მნიშნელობისაა გუდამაყრის ხეობაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომლის გაგრძელებაც მომავალ წელსაც იგეგმება. 

მერობის კანდიდატი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მნიშვნელობას და მათში მოტივაციის გაჩენის მნიშვნელობაზეც საუბრობს.

"ერთ-ერთი ისტორიული პროექტია გუდამაყრის ხეობაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც ამ ეტაპზე არის ბახნიდან მაქათამდე და დასრულდება წელს, მისი ღირებულებაა დაახლოებით 3 მილიონი ლარი. მომავალ წელს, ვაპირებთ მივიდეთ კიტოხამდე. [ლაფაანთკარი-დავათის გზაზე] დაახლოებით 6 კმ-მდე გზის საფარის მოეწყო ასფალტ-ბეტონით და სანიაღვრე არხებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა ახალგაზრდებში, ჯანსაღი ცხოვრება ყველა ბავშვს. რომელი სტუდენტიც 81 ქულაზე მეტს მოაგროვებს, თითქმის ყველას ვაფინანსებთ, რომ მოტივაცია გავუჩინოთ ახალგაზრდებს." - აცხადებს კახაბერ ჩიტაური.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×