რეზონანსი
19.08.2025

 "პუტინის ნდობა არ შეიძლება, უსაფრთხოების გარანტიები საკმარისად ძლიერი და სანდო უნდა იყოს" - კაია კალასი

"პუ­ტი­ნის ნდო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, რომ და­ი­ცავს რა­ი­მე პი­რო­ბას ან ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, მოს­კო­ვის წი­ნა­აღ­მდეგ შემ­დე­გი სა­სან­ქციო პა­კე­ტი მომ­დევ­ნო თვე­ში უნდა იყოს მზად," - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, კაია კა­ლა­სი X-ის სა­კუ­თარ გვერ­დზე წერს.

"დღე­ვან­დელ ონ­ლა­ინ სა­მიტ­ზე ევ­რო­კავ­ში­რის ლი­დე­რე­ბის ერ­თი­ა­ნო­ბა ხელ­შე­სა­ხე­ბი იყო. ყვე­ლა მყა­რი მშვი­დო­ბის ერ­თგუ­ლია, რო­მე­ლიც იცავს რო­გორც უკ­რა­ი­ნის, ასე­ვე ევ­რო­პის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს.

პუ­ტი­ნის ნდო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, რომ და­ი­ცავს რა­ი­მე პი­რო­ბას ან ვალ­დე­ბუ­ლე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბი საკ­მა­რი­სად ძლი­ე­რი და სან­დო უნდა იყოს, რათა რუ­სე­თი გა­დაჯ­გუ­ფე­ბის­გან და ხე­ლახ­ლა დარ­ტყმის­გან შე­ა­კა­ვოს.

ევ­რო­კავ­ში­რი წვლილს შე­ი­ტანს ამ უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის გაწ­ვრთნი­თა და უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­სა და თავ­დაც­ვის ინ­დუსტრი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბით.

ევ­რო­კავ­ში­რი ასე­ვე გა­აგ­რძე­ლებს რუ­სე­თის ომის ეკო­ნო­მი­კის მი­ზან­ში ამო­ღე­ბას. მოს­კო­ვის წი­ნა­აღ­მდეგ შემ­დე­გი სა­სან­ქციო პა­კე­ტი მომ­დევ­ნო თვე­ში უნდა იყოს მზად.

ეს თე­მე­ბი შემ­დეგ კვი­რას ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრე­ბის სა­უბ­რე­ბის დღის წეს­რი­გის პრი­ო­რი­ტე­ტი გავ­ხა­დე", - წერს კა­ლა­სი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×