|

მათ ყველაფერი წაიღეს ბაიდენის დროს, ყირიმი წაიღეს ობამას დროს და საქართველოს დიდი ნაწილი ბუშის დროს, მაგრამ ჩემს დროს რა წაიღეს? არაფერი, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მარკ ლევინთან ინტერვიუში განაცხადა.
ტრამპის თქმით, უკრაინა-რუსეთის მოვლენები მესამე მსოფლიო ომისკენ მიდიოდა.
„ყირიმი ამ ქვეყნის გული და სული იყო. ის ძალიან ლამაზია. ობამამ თქვა, რუსეთს დაუთმეთ. როდესაც ბარაკ ჰუსეინ ობამამ ყველაფერი დათმო, მან უთხრა მათ, უბრალოდ დანებდით. ეს არ იქნება ბრძოლა. დაფიქრდით ამაზე. მათ ეს ყველაფერი რუსეთს დაუთმეს. ეს ნამდვილად იყო კატასტროფული ხანგრძლივი პერიოდის დასაწყისი ამ ქვეყნისთვის. ეს იყო დასაწყისი და ამაზე არავინ საუბრობს. თუ მე ამ მიწას დავთმობდი, მომდევნო 20 წლის განმავლობაში ყველა ჟურნალისა და გაზეთის ყდაზე ვიქნებოდი. როდესაც ის ობამამ დათმო, ისინი ამაზე არც კი საუბრობენ. წარმოგიდგენიათ? მე ყირიმი არ მიმიცია. ვიტყოდი, რომ ტეხასის ზომის ან რაღაც მსგავსი, ულამაზესი ყირიმი და ის ობამას გამო დათმეს. მედია კი ამაზე არც კი საუბრობს. ისინი არ საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს ნაწილი რესპუბლიკელი პრეზიდენტის დროს წაიღეს. მათ ყირიმი წაიღეს ობამას დროს და საქართველოს დიდი ნაწილი ბუშის დროს, მაგრამ ჩემს დროს რა წაიღეს? არაფერი. ეს მესამე მსოფლიო ომისკენ მიდიოდა", - განაცხადა ტრამპმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|