რეზონანსი
20.08.2025

როდესაც ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ საპირწონედ გვიყენებენ საკუთარი ღირებულებების ან მშვიდობის, კეთილდღეობის დათმობას, არაპირდაპირი ფორმით მიგვანიშნებენ ამ ყველაფერზე, ეს არის არასწორი დილემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მშვიდობის შენარჩუნებით, განვითარებით და ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებით სურს.

„როდესაც ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ საპირწონედ გვიყენებენ საკუთარი ღირებულებების ან მშვიდობის, კეთილდღეობის დათმობას, არაპირდაპირი ფორმით მიგვანიშნებენ ამ ყველაფერზე, ეს არის არასწორი დილემა. ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანება გვინდა მშვიდობის შენარჩუნებით, განვითარებითა და ჩვენი ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებით. ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში პრინციპებს ვერ გადავუხვევთ", - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×