რეზონანსი
20.08.2025

მოლდოვა არის გამოცხადებული ახალ დემოკრატიის შუქურად, ისევე როგორც თავის დროზე სააკაშვილის ხელისუფლება იყო გამოცხადებული. საქართველოს შანტაჟს უპირისპირებენ,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე განცხადებები ორმაგი სტანდარტის გამოხატულება და შანტაჟია.

„ესეც ორმაგი სტანდარტის გამოხატულებაა. მოლდოვა კორუფციაშია ჩაფლული, უკიდურესად სუსტი ინსტიტუტები აქვს, არის დსთ-ს წევრი. სანქციები არც მათ დაუწესებიათ. რაც შეეხება ეკონომიკას, ბოლო 4 წელში, 2021-2014 წლებში, მოლდოვის ეკონომიკასთან სხვაობა გავზარდეთ 11 მილიარდ დოლარზე მეტით. ვინც ოპოზიციონერი იყო პარლამენტიდანაც გაუშვეს, არც პოლიტიკური პლურალიზმი, მედია პლურალიზმი.

მოლდოვა არის გამოცხადებული ახალ დემოკრატიის შუქურად, ისევე როგორც თავის დროზე გამოცხადებული იყო სააკაშვილის ხელისუფლება. საქართველოს შანტაჟს უპირისპირებენ",- აღნიშნა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×