რეზონანსი
20.08.2025

ვაჟა-ფშაველას, ჯანგირაშვილის ქუჩების და ცენტრალური მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. კომპლექსური სამუშაოებია, მოიცავს, როგორც: საფუძვლის ქვედა და ზედა ფენის მოწყობის სამუშაოებს, ასევე ტროტუარებს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა თიანეთის მუნიციპალიტეტში, ლევან წიკლაურმა განაცხადა, რომელსაც ადგილობრივთა მხარდაჭერა მერის პოზიციაზე ერთხელ უკვე ჰქონდა.

ლევან წიკლაურის თქმით, მუნიციპალიტეტში მოსახლეობისთვის არსებული პრობლემები ეტაპობრივად გვარდება, მათ შორისაა სასმელ წყალთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც მიმდინარე პროექტია და მალე დასრულდება.

„პრიორიტეტული იყო სასმელ წყალთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება, მიმდინარე პროექტია, დაახლოებით ორთვე-ნახევარში დასრულდება.

წლების მანძილზე იყო გადაადგილების კუთხით პრობლემა კონკრეტულ ქუჩაზე როგორც ტრანსპორტის, ისე მოქალაქეებისთვის, ამიტომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქუჩას სრულად ჩატარებოდა რეაბილიტაცია“, - აცხადებს ლევან წიკლაური.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×