რეზონანსი
21.08.2025

ჩემი სამუშაო გამოცდილება მთლიანად დაკავშირებულია სამტრედიის მუნიციპალიტეტთან. კარგად ვიცნობ იმ გამოწვევებს, რომლებთანაც ყოველდღიურად გვიწევს გამკლავება. ასევე, კარგად ვიცნობ იმ საქმეს რომელსაც ვემსახურებით, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამტრედიის მერობის კანდიდატმა, დავით ბახტაძემ, რომელიც 2021 წლიდან სამტრედიის მერია.

დავით ბახტაძის თქმით, სამტრედიის მუნიციპალიტეტში მრავალი პროექტი განხორციელდა მისი მერობის პერიოდში, მათ შორის მოეწყო სპორტული ინფრასტრუქტურა და განხორციელდა მრავალბინიანი კორპუსების ფასადის რეაბილიტაცია.

„განვლილი პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციის მიმართულებით 160 კმ. გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. მრავალბინიანი კორპუსების ფასადების, სახურავების რეაბილიტაცია განხორციელდა. ჩატარდა მასშტაბური სამუშაოები. ასევე, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მრავალი პროექტი განხორციელდა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დასახლებაში, 34 სპორტული ინფრასტრუქტურის სპორტული ობიექტი მოეწყო. მათ შორისაა, საცურაო აუზი, ჩოგბურთის კორტები, ღია საკალათბურთო კაუჩუკის საფარიანი მოედნები, მინი საფეხბურთო მოედნები და ა.შ.“, - აცხადებს დავით ბახტაძე.

დავით ბახტაძის განცხადებით, სანიაღვრე სისტემის გაუმართაობა ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია მუნიციპალიტეტისთვის, რომლის აღმოსაფხვრელადაც მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები.

„სამტრედიის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ მტკივნეულ საკითხს წარმოადგენს სანიაღვრე სისტემის გაუმართავი მდგომარეობა, რომელთან დაკავშირებითაც მრავალი პროექტი განხორციელდა. ამჟამადაც მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები და განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე სასმელი წყლისა და წყალარინების რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი, რომელიც, ფაქტობრივად, საუკუნის პროექტია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის“, - განაცხადა დავით ბახტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×