რეზონანსი
21.08.2025

რადიკალური ოპოზიციის სახე არის ლიბერალური ფაშიზმი და ესეც არის ამ ფაშიზმის გამოვლინება, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა სოციალურ ქსელებში ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნებულ კომენტარებზე საუბრისას.

„ჩვენ ვხედავთ ამ რადიკალთა რიგებში როგორი ძლიერია სიძულვილისა და ბოროტების განწყობები და მიდრეკილებები. ეს გვაჩვენებს, რომ მათ შესაძლებლობა რომ მიეცეთ, თავად ჩაიდენდნენ მკვლელობებს, თავად აწამებდნენ ადამიანებს. ამით ჩვენს საზოგადოებას არასოდეს დაავიწყდება მათი სახე, მათი ზრახვები", - მიიჩნევს იონათამიშვილი.

ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალებას ოპოზიციის მხარდამჭერთა ნაწილი სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარებითა და ცინიზმით ეხმაურება. ისინი კი, ვინც სოციალურ ქსელში ლევან გაჩეჩილაძის ოჯახს მიუსამძიმრა, ბულინგის ობიექტად იქცნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×