რეზონანსი
21.08.2025

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლეს რადას შესთავაზა გამკაცრდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სამხედრო მოსამსახურეებისთვის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის წესების დარღვევისთვის. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პარლამენტში მთავრობის წარმომადგენელმა, ტარას მელნიჩუკმა, განაცხადა.

სამთავრობო კანონპროექტი ითვალისწინებს ფუნდამენტურ ცვლილებებს სამხედრო მოსამსახურეების საზღვარზე გადაადგილების კონტროლის სისტემაში. მთავარი სიახლე იქნება საზღვრის უკანონო გადაკვეთის ყველა შემთხვევის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის კომპეტენციაში გადაცემა და სისხლის სამართლის სანქციების გამკაცრება.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები ეხება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებას სამი ახალი ტიპის დანაშაულისთვის: საომარი მდგომარეობის დროს საკონტროლო პუნქტების გარეთ უკანონო საზღვარგარეთ გადაადგილებისთვის, სასაზღვრო ინფრასტრუქტურის დაზიანების ან განადგურებისთვის, საზღვარგარეთ ყოფნის დადგენილი ვადის დარღვევისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×