რეზონანსი
21.08.2025

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, სომხეთთან შეთანხმების პარაფირება, ფაქტობრივად, წერტილს უსვამს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირებას.

ამის შესახებ ილჰამ ალიევმა ქალაქ ქალბაჯარში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

„სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების ავტორები ვართ ჩვენც. ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო აღებული საფუძვლად, მუხლების შემუშავებისას. ამ დოკუმენტის პარაფირება, ფაქტობრივად, წერტილს უსვამს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირებას. ამასთან ერთად, უზრუნველყოფილია სახმელეთო კავშირი ჩვენს ისტორიულ მხარესთან - ნახიჭევანთან", - განაცხადა ალიევმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×