რეზონანსი
21.08.2025

ვლადიმერ პუტინი მზად არის, შეხვდეს ზელენსკის, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა განსახილველი საკითხი უმაღლეს დონეზე იქნება დამუშავებული, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ჩვენმა პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა შეხვედრისთვის, მათ შორის ბატონ ზელენსკისთან, იმ პირობით, რომ ყველა საკითხი, რომელიც უმაღლეს დონეზე განხილვას მოითხოვს, კარგად იქნება დამუშავებული, ხოლო ექსპერტები და მინისტრები შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებენ“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საქმე რაიმე სახის შეთანხმებების ხელმოწერამდე მივა, მაშინ უკრაინული მხრიდან ხელმომწერების ლეგიტიმურობის საკითხი წამოიჭრება.

„თუკი საქმე მომავალი შეთანხმებების ხელმოწერამდე მივა, მაშინ იმ პირის ლეგიტიმურობის საკითხი უნდა გადაწყდეს, ვინც შეთანხმებებზე ხელს უკრაინის მხრიდან მოაწერს“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×