რეზონანსი
21.08.2025

კომუნიკაციების კომისიამ ინტერნეტზე ფასების გაზრდით „მაგთიკომის“ მიერ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტის შესწავლა და მოკვლევა დაიწყო. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქმე ეხება „მაგთიკომის“ გადაწყვეტილებებს, რომლის მიხედვითაც, პირველი ივნისიდან – მობილური ინტერნეტის პაკეტების, ხოლო პირველი აგვისტოდან ფიქსირებული ინტერნეტის ფასები გაძვირდა.

„მაგთიკომის“ მიერ განხორციელებული ქმედებიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიისთვის იკვეთება სურათი, რომლის მიხედვითაც, კომპანიის მხრიდან, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს არასამართლიანი ტარიფების დაწესებასა და შესაძლო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას“, – აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×