რეზონანსი
21.08.2025

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ცენტრალურ შტაბში “გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ მერობის საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ ვიცე-მერობის კანდიდატთან, ალეკო ელისაშვილთან და თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, ნიკა ჩერქეზიშვილთან ერთად, დედაქალაქის რაიონულ საარჩევნო შტაბებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას „ძლიერი საქართველოს პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, პარტიის ლიდერებთან რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა და საარჩევნო შტაბების წარმომადგენლებმა პროგრამული პრიორიტეტები და კამპანიის სამოქმედო გეგმა შეაჯერეს.

„უსაფრთხოება, ჯანდაცვა და დასაქმება - ეს ის საკითხებია, რომელსაც „ძლიერი საქართველო - ლელო“ მუნიციპალურ არჩევნებზე მთავარ გამოწვევად აყენებს ქალაქების და სოფლების მომავალი განვითარებისთვის და „ქართული ოცნების“ რუსული რეჟიმისგან საქართველოს გასათავისუფლებლად”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×