რეზონანსი
21.08.2025

 თბი­ლი­სის მე­რის კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, "რე­ა­ლო­ბას არის აც­დე­ნი­ლი მო­თხოვ­ნე­ბი", რაც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის გა­უქ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გაჟ­ღერ­და.

რო­გორც კახა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ევ­რო­კავ­შირს არ მოს­წონთ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ ერთი მი­ზე­ზის გამო, რომ ისი­ნი არ არი­ან "ვი­ღა­ცის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ ქვე­ყა­ნა­ში და არ ას­რუ­ლე­ბენ ერთი თი­თის დაქ­ნე­ვით მათ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს".

"აბ­სო­ლუ­ტუ­რად რე­ა­ლო­ბას არის აც­დე­ნი­ლი მო­თხოვ­ნე­ბი, რო­მე­ლიც გაჟ­ღერ­და, არა­ფერ კავ­შირ­ში არ არის ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ას­თან. ევ­რო­კო­მი­სი­ამ რაც გა­მო­აქ­ვეყ­ნა - ერთი მხრივ გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ქვე­ყა­ნას აქვს წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, წინ მივ­დი­ვართ, ვართ ერთ-ერთი მო­წი­ნა­ვე ქვე­ყა­ნა, მე­ო­რე მხრივ, მათ არ მოს­წონთ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ამას მხო­ლოდ და მხო­ლოდ ერთი მი­ზე­ზი აქვს - ჩვენ არ ვართ ვი­ღა­ცის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ ქვე­ყა­ნა­ში, არ ვართ აგენ­ტუ­რა და არ ვა­კე­თებთ ერთი თი­თის დაქ­ნე­ვით მათ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, არ ვე­თან­ხმე­ბით, რად­გან ვი­ცით, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და ხალ­ხის­თვის. ვი­ცავთ ჩვენს სამ­შობ­ლოს, ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებს და ეს პო­ლი­ტი­კა მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×