რეზონანსი
22.08.2025

წუხელ დაახლოებით 01:00 საათზე ბორჯომის შესასვლელთან ავარია მოხდა. ერთმანეთს „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.

თვითმხილველების ინფორმაციით მსუბუქ ავტომობილში ხუთი მგზავრი იმყოფებოდა. ავარიის შემდეგ, თავდაპირველად სამი დაშავებული ბორჯომის კლინიკაში გადაიყვანეს.

ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკური მენეჯერის, დავით ტაბატაძის განცხადებით, დაშავებულებიდან ერთს მოტეხილობები აღენიშნებოდა.

„სამი პირი შემოიყვანეს, ერთი მოტეხილობით, სტაბილური მდგომარეობა ჰქონდათ სამივეს. მოგვიანებით კი ყველა მათგანი თბილისში გადაიყვანეს“, - განუცხადა „სამხრეთის კარიბჭეს“ დავით ტაბატაძემ.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროს ექსპერტის, დავით მერაბიშვილის განცხადებით, გარდაცვლილებს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდათ.

სამხრეთის კარიბჭე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×