რეზონანსი
22.08.2025

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, ნავთობსადენ „დრუჟბაზე", რომლითაც უნგრეთისთვის ნავთობის მიწოდება ხორციელდება, კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა, რის გამოც უნგრეთს ნავთობის მიწოდება შეუწყდა.

„რუსეთ-ბელარუსის საზღვართან ახლოს, ნავთობსადენ „დრუჟბაზე" კვლავ განხორციელდა თავდასხმა - მოკლე დროში მესამედ. უნგრეთში ნავთობის მიწოდება კვლავ შეჩერდა. ეს არის კიდევ ერთი თავდასხმა ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების წინააღმდეგ, ომში ჩვენი ჩათრევის კიდევ ერთი მცდელობა. ეს წარმატებული ვერ იქნება!", - აცხადებს სიიარტო.

მისი მტკიცებით, უნგრეთი მტკიცედ დაიცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს.

„გავაგრძელებთ მშვიდობისკენ მიმართული ყველა ძალისხმევის მხარდაჭერას, ამავდროულად, მტკიცედ დავიცავთ უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს", - აცხადებს პიტერ სიიარტო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×