რეზონანსი
22.08.2025

ბორჯომში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ „ქართული ოცნების" ახალციხის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ზურა გელაშვილის სიცოცხლე შეიწირა.

„ქართული ოცნებიდან" ქალაქ ახალციხის მერობის კანდიდატი ჟურნალისტი ვარლამ წიკლაურია სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„მწუხარებას გამოვხატავ ახალციხეში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ორი ადგილობრივი ახალგაზრდა ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. მათ შორის, ერთ-ერთი გარდაცვლილი, ჩვენი გუნდის წევრი, ახალციხის ახალგაზრდული საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ზურაბ გელაშვილია მათი გარდაცვალება დიდი დანაკლისია როგორც ოჯახისთვის, ისე ჩვენი ქალაქისთვის. სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს", - წერს ვარლამ წიკლაური.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×