რეზონანსი
22.08.2025

ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, ეხმიანება ევროკომისიის მიერ გავრცელებულ ევროპის ანტიკორუფციული კვლევის ცენტრის ანგარიშს, რომლის თანახმადაც, საქართველო სასამართლოს დამოუკიდებლობით ევროპის საუკეთესო ოცეულშია.

ანჯაფარიძის განცხადებით,  თავად ევროპული  ინსტიტუტების მიერ დადგენილი ინდიკატორების მიუხედავად, ევრობიუროკრატიას თვალები აქვს დახუჭული. 

„ამ და სხვა პოზიტიური და რაც მთავარია ობიექტური და თავად ევროპული ინტიტიტუციების მიერ დადგენილი ინდიკატორების მიუხედავად, ევრობიუროკრატიას თვალები აქვს ფართოდ დახუჭული, ყურებში კი ბამბის დიდი საცობები უდევს, ისევ უსინდისოდ გვიმტკიცებს, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც ჩამოვრჩებით მათ ფავორიტებში აღმოჩენილ სომხეთს, მოლდოვას და უკრაინას, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მოსამართლეები მაინც უცხოელმა ექსპერტებმა უნდა დაგვინიშნონ“,- წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×