რეზონანსი
22.08.2025

აბასთუმანში, ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს, მას თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული. ცხედარი, გუშინ, 21 აგვისტოს, საღამოს საათებში, ტყეში ნახეს.

როგორც აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორის მოადგილე, ვაჟა ყულიჯანიშვილი ამბობს, გარდაცვლილი ობსერვატორიაში არ ისვენებდა.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროს ექსპერტის, დავით მერაბიშვილის განცხადებით, ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა.

„არ ვიცით, რა მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული თავის არეში. გარდაცვლილი 1999 წელს იყო დაბადებული",- თქვა მერაბიშვილმა.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×