რეზონანსი
22.08.2025

უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, რომლებზეც ევროპის ქვეყნები და შეერთებული შტატები მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ორ დონეს მოიცავს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ კიევში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„პირველ დონეზე, ფაქტობრივად, მოხდება რაიმე სახის სამშვიდობო შეთანხმების ან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დადგენა, ან ორივეს კომბინაცია. ამიტომ, პირველი დონე იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალების მაქსიმალურად გაძლიერება, რათა მათ ნებისმიერ სირთულეს გაუძლონ", - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

რუტეს განმარტებით, მეორე დონე არის ის, რასაც მისი თქმით, შეერთებული შტატები და ევროპა უზრუნველყოფენ.

„სწორედ ამაზე ვმუშაობთ. როგორც ყველამ ვიცით, ბუდაპეშტის მემორანდუმმა და მინსკის მოლაპარაკებებმა არ გამოიწვია რეალური გარანტიები. ჩვენი ახალი გარანტიები ასეთი არ უნდა იყოს", - აღნიშნა რუტემ.

მისი თქმით, მომავალი გარანტიები ისეთი დონის უნდა იყოს, რომ „მოსკოვში მჯდომმა ვლადიმერ ვლადიმირის ძე პუტინმა უკრაინაზე თავდასხმაზე აღარასდროს იფიქროს".

ცნობისთვის, მარკ რუტე დღეს კიევში ჩავიდა. მისი ვიზიტი წინასწარ არ დაანონსებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×