რეზონანსი
22.08.2025

აქ არის ცალსახა, გამოკვეთილი სიმართლე იმასთან დაკავშირებით, თუ რა აგენტურული საქმიანობა აწარმოა სალომე ზურაბიშვილმა, თუ როგორ შეიწყალა „დიფ სთეითის“ ერთმა აგენტმა მეორე აგენტი - ნიკა გვარამია და, თურმე, ამ ყველაფერში „მაკკეინის ინსტიტუტს“ როლი მიუძღვის, - ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „მაკკეინის ინსტიტუტის“ განცხადებას, სადაც საუბარი ნიკა გვარამიას შეწყალებაზეც არის.

„საბოლოო ჯამში, ჩვენ კარგად ვნახეთ, რომ სალომე ზურაბიშვილს დაუფასდა და ამ სრულიად საქართველოსთვის მიუღებელ და ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ინსტიტუტისგან სტიპენდიაც მიიღო და სტიპენდიატიც გახდა", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×