რეზონანსი
22.08.2025

საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, თორნიკე გორდაძის განცხადებით, თუ "ქართული ოცნება" ისევ დარჩება ხელისუფლებაში, საქართველო მხოლოდ უვიზო მიმოსვლას არ დაკარგავს. 

თორნიკე გორდაძე აღნიშნავს, რომ უკვე დგას საქართველოს ევროსაბჭოდან გარიცხვის საკითხი, რაც "ქართული ოცნების" პოლიტიკის შედეგია - "ეს იქნება უმძიმესი განაჩენი საქართველოს საერთოდ ევროპულობის მიმართ". 

"ქართული ოცნება" თუკი გააგრძელებს, თუკი ის კიდევ დარჩება ხელისუფლებაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში, აუცილებლად, საქართველო არა მარტო უვიზო მიმოსვლას დაკარგავს შენგენის ქვეყნებთან, არამედ ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ საკითხი დგას ევროსაბჭოდან, არა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან, საიდანაც საქართველო უკვე გასულია, გაასწრო გაგდებას, ახლა ხდება ევროსაბჭოდან საქართველოს გარიცხვის საკითხი. ევროსაბჭოდან გარიცხულია რუსეთი, რომელიც გარიცხეს უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ეს იქნება უმძიმესი განაჩენი საქართველოს საერთოდ ევროპულობის მიმართ. 

ამ ქვეყანას სულ უფრო და უფრო ხშირად მოიხსენიებენ უკვე, როგორც არაევროპულ ქვეყანას. დასავლურ პრესაში ნახავთ, რომ საქართველო უკვე ამ სტატისტიკებშიც აღარ არის. ეს არის "ქართული ოცნების" პოლიტიკის შედეგი," - განაცხადა თორნიკე გორდაძემ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×