
"4 ოქტომბერი ჩემთვის არის ცხადი, დასრულებული რეცეპტი, სხვა დანარჩენი არის დაუსრულებელი" - ამის შესახებ პოლიტიკოსმა, მურთაზ ზოდელავამ განაცხადა.
მისი თქმით, 4 ოქტომბერი არის წითელი ხაზი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გაავლო, "როდესაც მან თქვა, რომ თქვენ ყველა შეეგუებით".
მურთაზ ზოდელავას განცხადებით, ივანიშვილი ამბობს - ან მე, ან თქვენ - რაზეც უნდა ვუპასუხოთ -"კი, მე ვრჩები, მე არ მივდივარ".
"კოალიცია ცვლილებებს" ნაკლებად წარმოვადგენ იმიტომ, რომ პარტიაში არ არის ის აზრი ჩამოყალიბებული, რასაც მე რამდენიმე თვეა გამოვხატავ საჯაროდ, თანამდებობაც არ მიჭირავს ისეთი პარტიაში, ჩათვალეთ რომ ვარ ამომრჩეველი ამ პარტიის.
რაც შეეხება ვითარებას, რასაც ჩვენ ვუყურებთ. კოალიციური ან სხვადასხვა პარტიას შორის აზრთა სხვადასხვაობა არ არის ჩემი აზრით, ჩემი აზრით ეს არის მოცემულობა, როდესაც ივანიშვილმა ისე დააყენა საკითხი - ან მე ან თქვენ - პარტიასაც ეს უთხრა, ოპოზიციურს ცხადია, საკუთარსაც ამას ოდესმე ეტყვის. მან ესეთი რაღაცა უთხრა - ან მე ან შენ - ყველას გვითხრა, ყველა მოქალაქეს. პირველ რიგში ოპოზიციურ პარტიებს იმიტომ, რომ ამას მოაყოლა პარტიების გაუქმების კანონი, ნომრების ჩამორთმევა პარტიებზე...
საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ მოცემულობა, როდესაც ივანიშვილი ამბობ ან მე ან თქვენ და როდესაც ადამიანი, გნებავთ უზურპატორი დავარქვათ, გნებავთ ოლიგარქი, ამ ქვეყანას რომ თავის საკუთრებად მიიჩნევს ის ადამიანი, ანუ ივანიშვილი ასე აყენებს საკითხს, აქ ჩემი აზრით ვერ იქნება ვრცელი, მრავალწინადადებიანი, მრავალწახნაგოვანი პასუხი. პასუხიც უნდა იყოს მარტივი, მოკლე და გასაგები ყველასთვის და პირველ რიგში ქართველი ხალხისთვის - კი მე ვრჩები, მე არ მივდივარ. პასუხი ასეთია, მე, მე ვარ საქართველო. პაატა ბურჭულაძის ხმით ნათქვამი რუსთაველის გამზირი და "მე ვარ საქართველო" ჩემთვის აქტუალური პასუხია, შინაარსიანი პასუხია, პასუხი, რომელიც გვეუბნება, რომ ჩვენ პასუხს გაგცემთ, გაგაგდებთ, მოგაშორებთ ხელისუფლებას, მშვიდობიან რევოლუციას გავაკეთებთ ქართველი ხალხი.
4 ოქტომბერი არის ჩემი აზრით ის მიჯნა, რომელიც მან გაავლო. ეს არის მის მიერ გავლებული წითელი ხაზი, როდესაც მან თქვა, რომ თქვენ ყველა შეეგუებით. ჩემი გადმოსახედიდან 4 ოქტომბრის შემდგომ დგება რაღაცა შემგუებლობის ფაზა...
4 ოქტომბერი ჩემთვის არის ცხადი, დასრულებული მესიჯი, ცხადი დასრულებული რეცეპტი, სხვა დანარჩენი მრავალწახნაგოვანი, მრავალპუნქტიანი, 3 ნაბიჯი მარცხნივ, 7 ნაბიჯი მარჯვნივ, ყველაფერი ეს არის დაუსრულებელი," - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.