რეზონანსი
23.08.2025

ბელორუსები მხოლოდ იმ შემთხვევაში იომებენ, თუ ქვეყანას თავს დაესხმებიან, - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

მისი თქმით, დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა ბელარუსი უკრაინაში შეჭრას აპირებს, სიცრუეა, რადგანაც უკრაინა ბელარუსს თავს არ ესმის და ომის მიზეზი არ არსებობს.

„ძალიან გამიკვირდა, როდესაც ამერიკელებმა ერთ-ერთ „მესენჯერში", თუ რასაც ეძახიან, დაწერეს, რომ ბელარუსი რუსეთთან ერთად ჩრდილოეთიდან უკრაინაზე თავდასხმას გეგმავს. ეს შეუძლებელია. რაში გვჭირდება? ასეთი მიზანი არასდროს გვქონია. ჯერჯერობით უკრაინა ჩვენთან ომს არ აპირებს. ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიბრძოლებთ, თუ თავს დაგვესხმებიან", - განაცხადა ლუკაშენკომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×