რეზონანსი
23.08.2025

უახლოეს მომავალში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ნაკლებად სავარაუდოა, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა.

ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის განცხადებით, „ამ ეტაპზე ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზად არის".

„რუსეთის მიერ დროის გაჭიანურების ტაქტიკა გრძელდება", - განაცხადა ალექსანდრ სტუბმა.

მისი თქმით, ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია ვლადიმერ პუტინს ომის დასრულება აიძულოს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპია.

„რა თქმა უნდა, მსურს, რომ ტარიფების ან სანქციების მეშვეობით ცეცხლის შეწყვეტა უფრო სწრაფად მოხდეს", - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×