რეზონანსი
23.08.2025

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას ტრენინგის შესახებ, რომლის თემაც ხელისუფლების შეცვლაა.

ანჯაფარიძის ინფორმაციით, ტრენინგის ერთ-ერთი მომწყობი ორგანიზაციის ხელმძღვანელია გიორგი თავდგირიძე, რომელსაც ოპოზიციურად განწყობილი სამხედროები ჰყავს გაერთიანებული.

ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ საინტერესოა ტრენინგი ვინ დააფინანსა.

“ტრენინგის მომწყობი ერთ-ერთი ორგანიზაცია "ფარი" რომელსაც ხელმძღვანელობს ექს-პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე, აერთიანებს ოპოზიციურად განწყობილ ოციოდე სამხედროს. ისინი უკვე კარგა ხანია აკეთებენ საჯარო განცხადებებს ხელისუფლების დამხობაზე.

აქ უფრო საინტერესოა ის, თუ ვინ დააფინანსა ეს ტრენინგი. ტელეიმედს და სიუჟეტის ავტორს ჯერ ეს უნდა გაერკვიათ.

თუმცა, ის რაც დაადგინეს ისიც საკმარისია საზოგადოების გამოფხიზლებისთვის” - წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×